აუდიტი არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ეხმარება ფინანსური ანგარიშების სამართლიანი და უტყუარი წარდგენის შემოწმებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. შპს “არბიტრანს”-ის, აუდიტის მეთოდოლოგია დაფუძნებულია კლიენტი კომპანიის ბიზნეს გარემოს და კლიენტის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სიღრმისეულ შესწავლაზე.
კომპანია „არბიტრანს“ გთავაზობთ აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო აუდიტორულ სტანდარტებს (ISA), და პროფესიული ეთიკის კოდექსს. ჩვენი აუდიტის მეთოდოლოგია არის რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც აკმაყოფილებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს და მუდმივად განახლებადია ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად. ჩვენი მიზანია კლიენტი კომპანია უზრუნველყოთ ეფექტური, მაღალი ფასეულობის მქონე დამოუკიდებელი აუდიტით, რომელიც სრულდება შეთანხმებულ დროში გამოცდილი პროფესიონალების მიერ.